გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
** ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი
** დამხმარე ბუღალტერი
** კადრების ინსპექტორი
1. ტენდერების მენეჯერი / ხარჯთაღმრიცხველი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი
** სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია
** სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა მოთხოვნების სრული დაცვით
** შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით
** ტენდერების დოკუმენტაციის მართვა
** სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა
** ფორმა 2-ის მომზადება, საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა
** საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით
** შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
** სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი
2. დამხმარე ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი
** შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (RS.ge-ზე) მუშაობა
** ბუღალტერიასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის (დირექტორის, ბუღალტრის) მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან
** საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დროის ეფექტურად მართვისა და დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი
3. კადრების ინსპექტორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან
** დოკუმენტების შედგენა (ხელშეკრულება, ბრძანება, მ.ჩ. აქტი და სხვა)
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება
** შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით
** კომპანიის დირექტორისა და ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) შემდეგ მისამართზე: roadcompany.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|