Робота для біженців з України
დოკუმენტების მმართველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტების მმართველი
მომწოდებელი: Loft Towers
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების მმართველის (Document Control / Online Documentation Specialist) პოზიციაზე.

პროექტი: Wyndham Garden Kobuleti

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ინვოისებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია;
** დოკუმენტების სწორად კლასიფიკაცია, კატეგორიზაცია და დამუშავება;
** ელექტრონული და ფიზიკური დოკუმენტაციის მოწესრიგებული არქივირების უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების შესაბამის დეპარტამენტებსა და პასუხისმგებელ პირებთან დროული გადაგზავნა;
** დოკუმენტბრუნვის პროცესის მონიტორინგი და ადმინისტრირება;
** ელექტრონული დოკუმენტაციის ბაზის სიზუსტისა და სრულყოფილების უზრუნველყოფა;
** შიდა პროცედურებისა და დოკუმენტბრუნვის სტანდარტების დაცვა;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
** პროექტის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა დოკუმენტაციის მართვის მიმართულებით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, დოკუმენტების მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი დონე) - სავალდებულოა;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office Package, Outlook, Excel) ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო სასტუმრო პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მრავალფუნქციურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ლოკაცია: ბათუმი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@lofttowers.ge. გთხოვთ, წერილის სათაურად აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: Document Control / Online Documentation Specialist.

გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენს განაცხადს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე