დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო პროექტის ბუღალტრის პოზიციაზე.
პროექტი: Wyndham Garden Kobuleti
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის სრული ბუღალტრული აღრიცხვა (Full-cycle accounting);
** დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა და ფინანსური ნაკადების მონიტორინგი;
** ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ფინანსური ანალიზი;
** ინვოისების, კონტრაქტებისა და პირველადი დოკუმენტაციის მართვა;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისა და ინვესტორებისთვის;
** საგადასახადო და ბუღალტრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილი მომზადება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** სრული ბუღალტრული ციკლის პრაქტიკული ცოდნა;
** დებიტორული და კრედიტორული აღრიცხვის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C ან ERP სისტემები);
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დამატებითი ცოდნა და უპირატესობა:
** სამშენებლო/დეველოპერული პროექტების ბუღალტრული სპეციფიკის ცოდნა;
** Cash Flow (ფულადი ნაკადების) დაგეგმვა და კონტროლი;
** Budget vs Actual ანალიზის გამოცდილება;
** კონტრაქტების ფინანსური პირობების გაანალიზების უნარი;
** ინვესტორებისთვის ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
** IFRS-ის საბაზისო ცოდნა;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (1C / SAP / Odoo ან სხვა);
** პროექტის ხარჯების კოდირების და კონტროლის გამოცდილება;
** ფინანსური რეპორტინგის მაღალი დონის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით;
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დეველოპერულ სექტორში;
** კარიერულ ზრდას Loft Towers-ის მიმდინარე და მომავალ პროექტებში.
ლოკაცია: ბათუმი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@lofttowers.ge. გთხოვთ, წერილის სათაურად აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: Lead Project Accountant.
გისურვებთ წარმატებას!
|