|
დასახელება:
ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ERC
|
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://erc-distribution.ge/
შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
** გრაფიკი: 09:00-18:00 ერთი საათი შესვენებით;
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები.
მის. ქ. თბილისი. გ. კვიჭიძის ქ. #13ა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შეკვეთებში მონაწილეობის მიღება და მომზადება შიდა პროცედურების შესაბამისად;
** კონკურენტული გარემოს კვლევა და ბაზრის ანალიზი;
** ანალიზის წარდგენა ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტის ფორმით;
** პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან შეხვედრები და მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციის წარმოება (წერილობითი და ზეპირსიტყვიერი ფორმით);
** კომერციული გუნდის მიერ სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
** აუცილებელია Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).
დამატებითი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"ბრენდ მენეჯერის ასისტენტი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|