Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (საწყის ეტაპზე საშუალოდ 2000 - 3000 ლარი)

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია
** პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას
** Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისა და ვებ-გვერდების მეშვეობით ავტოდილერების მოძიება;
** პარტნიორი ავტოდილერების ბაზის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და ადმინისტრირება;
** პარტნიორ დილერებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმართვა;
** გაცნობითი და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება/დაგეგმვა და ჩატარება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინირება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების მონიტორინგი;
** After Sales დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია და მიმდინარე საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია ქოლ-ცენტრში, გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების უნარი;
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@carspace.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე