|
დასახელება:
სამონტაჟო პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კანო
|
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
შპს "კანო" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ქალაქი: რუსთავი
სრული განაკვეთი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-დან 17:30-მდე); შაბათი: 09:30-
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან ტექნიკურ მიმართულებით;
** ლითონკონსტრუქციების წარმოების ან მონტაჟის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური და სამშენებლო ნახაზების თავისუფლად წაკითხვის უნარი;
** სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** AutoCAD-ის ან/და სხვა საინჟინრო პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მივლინებებში მუშაობის მზაობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამონტაჟო პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** მიმდინარე ობიექტების რეგულარული მონიტორინგი და სამუშაო პროცესის შეფასება;
** სამონტაჟო სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ ნახაზებთან და სპეციფიკაციებთან;
** მონტაჟის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების ანალიზი და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება;
** სამონტაჟო ჯგუფების კოორდინაცია და სამუშაოს ეფექტიანობის კონტროლი;
** სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა;
** პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** დამკვეთებთან, ტექნიკურ პერსონალთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
** ობიექტებზე არსებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
** მივლინებებში მუშაობის მზაობა.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ფიტპასი.
** კომპანიის დასახელება: შპს "კანო";
** კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი: 216 393 980;
** საკონტაქტო პირის სახელი, გვარი : ნინო გელაშვილი
** ტელეფონი: 599653294
** ელ. ფოსტა: hr@kano.ge
დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|