Робота для біженців з України
მასწავლებლის გავლენის ჯილდო 2026
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებლის გავლენის ჯილდო 2026
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
მასწავლებლის გავლენის ჯილდო 2026

"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს "მასწავლებლის გავლენის ჯილდოს" - ეროვნულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების აღმოჩენას, მხარდაჭერასა და პროფესიულ აღიარებას, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობას რეალურ და მდგრად ცვლილებად აქცევენ.

"მასწავლებლის გავლენის ჯილდო" ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული ინიციატივის - "საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის" ფარგლებში, რომლის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა და სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

პროექტის მთავარი გზავნილია - ყველაფერი იწყება მასწავლებლით.

რას ნიშნავს "მასწავლებლის გავლენა"?

თუ თქვენი პროექტი:

** აუმჯობესებს მოსწავლეების სწავლის გამოცდილებას;
** ზრდის მათ მოტივაციასა და ჩართულობას;
** ცვლის სასკოლო გარემოს;
** აძლიერებს სასკოლო საზოგადოებას;
** დადებით გავლენას ახდენს თემსა და საზოგადოებაზე

მაშინ ეს კონკურსი სწორედ თქვენთვისაა!

რატომ არის "მასწავლებლის გავლენის ჯილდო" გამორჩეული?

ეს არ არის მხოლოდ კონკურსი და ერთჯერადი დაჯილდოება.

ეს არის მასწავლებლის მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების პლატფორმა, რომელიც კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად მონაწილეებს სთავაზობს:

** პრაქტიკულ ვორქშოფებს;
** პროფესიულ შეხვედრებს;
** სასარგებლო რესურსებს;
** გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას;
** მასწავლებელთა პროფესიულ ქსელში გაერთიანებას.

ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ წარმატებულ მასწავლებლებს, არამედ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი იდეებით, პროექტებითა და ინიციატივებით ქმნიან ცვლილებას და შთაგონებად იქცევიან სხვებისთვის.

რატომ ღირს მონაწილეობა?

** პროფესიული აღიარება
** ფულადი ჯილდო და სპეციალური პრიზები
** საკუთარი პროექტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა
** ახალი პროფესიული შესაძლებლობები
** ძლიერი პროფესიული ქსელის წევრობა
** მხარდაჭერა განაცხადის მომზადების პროცესშიც

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20 ივლისი

თუ გჯერათ, რომ თქვენმა საქმიანობამ შეცვალა ერთი კლასი, ერთი სკოლა ან ერთი ადამიანის ცხოვრება - თქვენი გამოცდილება იმსახურებს აღიარებას.

შეავსეთ განაცხადი: https://forms.gle/2foabyZtvXxUyUSu9

პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია: https://ugforteachers.ug.edu.ge/

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე