Робота для біженців з України
დამხმარე ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: The Design Mall
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და კრეატიულ თანამშრომელს დამხმარე ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე, რომელიც ჩაერთვება ინტერიერის დიზაინის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აგლაძის ქ. 57
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** დიზაინერული კონცეფციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ავეჯის, მასალებისა და დეკორის ელემენტების შერჩევაში დახმარება;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ორგანიზება;
** საჭირო ვიზუალური და ტექნიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
** მიმდინარე პროექტების კოორდინაცია და შესრულების პროცესის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინტერიერის დიზაინის სფეროს მიმართ ინტერესი და განვითარებაზე ორიენტაცია;
** აუცილებელია ჰქონდეს კარგი ვიზუალური აღქმა, ესთეტიკური ხედვა და დიზაინერული გემოვნება;
** სასურველია შესაბამის სფეროში განათლება ან სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და განვითარებაზე ორიენტაცია.

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@designmall.ge. ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ: "დამხმარე ინტერიერის დიზაინერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე