Collectors.ge (საკოლექციო და სათამაშო მანქანები) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
გრაფიკი: თვეში 10 ცვლა
ხელფასი: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსები
ბონუს სისტემა:
ორშაბათი - ხუთშაბათი: დღიურ 2000 ლარზე მეტ ნავაჭრზე — +50 ლარი დღეში.
პარასკევი - კვირა: დღიურ 3000 ლარზე მეტ ნავაჭრზე — +50 ლარი დღეში.
მოვალეობები:
** მომხმარებლის კონსულტაცია და სალარო ოპერაციების წარმოება.
** პროდუქციის მიღება, დახლებზე განლაგება და ნაშთების კონტროლი.
** მაღაზიის სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა).
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში:
გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: jobs@collectors.ge (სათაურში ჩაწერეთ: "მოლარე-კონსულტანტი")
|