Робота для біженців з України
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Stense
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"სტენსი" მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.

ვაკანსია: ინტერიერის დიზაინერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
** დიზაინის კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
** ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით;
** დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** Revit-ის სრულყოფილად ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება;

ანაზღაურება: ფიქსირებული - 2,500 ლარი;
სამუშაო საათები: ორშ-პარ 09:00-18:00

I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება.

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stense.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Interior Designer.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე