Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102ბ
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პაციენტის კონსულტაცია მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით;
** ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა და რეგისტრაცია;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო განათლება);
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური, სასურველია რუსული;
** გამართული მეტყველება.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: office@mh.com.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 ივლისი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე