Робота для біженців з України
სამშენებლო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო დირექტორი
მომწოდებელი: აპარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"APART Development" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო დირექტორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"APART Development" არის სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და კომერციული პროექტების განვითარებას.

პოზიციის აღწერა:

სამშენებლო დირექტორი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამშენებლო პროექტების სრულ მართვაზე, სამუშაოების დაგეგმვასა და კოორდინაციაზე, ვადებისა და ხარისხის კონტროლზე, ასევე კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ეფექტურ თანამშრომლობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია;
** ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა და კონტროლი;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
** პროექტის ბიუჯეტის, რესურსებისა და შესრულების მონიტორინგი;
** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამის სფეროში;
** სამშენებლო სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-10 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერული გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Word-ისა და MS Excel-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** AutoCAD-ის ცოდნა;
** ArchiCAD-ის ცოდნა;
** ძლიერი ლიდერული, საორგანიზაციო და კომუნიკაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და სტაბილურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@apartgroup.com ან დაგვიკავშირდით: 555 527555. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე