|
დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ვაკის საცურაო აუზი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზია. ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.
ვაკანსიის დასახელება: დაცვის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა (09:00 - 09:00), სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: გამომუშავება — 1 მორიგეობა, 80 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის დახვედრა
** კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ
** ვიზიტორისთვის ობიექტის გაცნობა/დათვალიერება
** მომხმარებლისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება, დაკვალიანება
** ობიექტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა
** ობიექტზე წესრიგის უზრუნველყოფა
** ვიზიტორთა შესვლა/გასვლის კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლიანობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობილება/მომხმარებელზე ორიენტირებულობა
თანამშრომლებს ვთავაზობთ:
** კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს
** აუზით უფასოდ სარგებლობას
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვწეროთ მეილზე: hr@vsp.ge
ტელ.: 571 00 90 01
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|