Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც
საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი
ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე
გარემოს.

მოვალეობები და ვალდებულებები:

** ჩამოსული საქონლის სწორად დათვლა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დაცლა-დალაგება;
** მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა. (სავალდებულო)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა

რას გთავაზობთ?

** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1800 ლარი
** სამუშაო გრაფიკი - 5 დღიანი, 09:00 - 18:00; დასვენება შაბათ-კვირას.
** კომფორტული სამუშაო გარემო.
** კვება, ფიტპასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

მისამართი: თბილისი, დიდუბე, მექანიზაციის 1.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე