Робота для біженців з України
მემწვადე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემწვადე
მომწოდებელი: ცეცხლი აინთო
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
სამწვადის ტიპის სწრაფი კვების რესტორანი "ცეცხლი აინთო" აცხადებს ვაკანსიას მემწვადის პოზიციაზე სხვადასხვა ფილიალში.

ჩვენზე დამატებითი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ: https://www.facebook.com/Tsetskhliainto.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება საწყის ეტაპზე 2000 ლარიდან, გამოცდილების და გრაფიკის შესაბამისად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც ფარავს კომპანია.
** სხვადასხვა ბენეფიტი.
** გუნდური, აქტიური, მეგობრული სამუშაო გარემო.

მოვალეობები:

** მენიუში არსებული სხვადასხვა სახის პროდუქციის მომზადება მაყალზე;
** პროდუქციის ვარგისიანობისა და შენახვის ვადების კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული (ყურადღებიანი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

მისამართები: თბილისი, ვაკე/საბურთალო/ვარკეთილი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: tsetskhliainto@gmail.com ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე: 599539925

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე