Робота для біженців з України
AML ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AML ოფიცერი
მომწოდებელი: გაუს კრიპტო
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ჩვენ ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP), რომელიც ახორციელებს კრიპტო/ფიატურ გაცვლით ოპერაციებს. ვეძებთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე AML ოფიცერს, რომელიც გაძლიერებს ჩვენი კომპლაიანსის გუნდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების KYC/AML სკრინინგის კონტროლი, მონიტორინგი და ავტორიზაციაში სისტემაში;
** საეჭვო ტრანზაქციების კონტროლი, მონიტორინგი და ავტორიზაცია სისტემაში;
** კრიპტო საფულეების რისკის შეფასება და სკრინინგი;
** შიდა AML პოლიტიკისა და პროცედურების პერიოდულად გადახედვა და განახლება;
** ეროვნული ბანკისა და FATF სტანდარტების შესაბამისობის კონტროლი;
** სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან/საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება/კომუნიკაცია კანონმდებლობის შესაბამისად;
** KYC/AML პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვა და აღრიცხვა ელექტრონულად;
** თანამშრომელთა ინფორმირება და ტრენინგებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** AML/კომპლაიანსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს AML კანონმდებლობის, FATF რეკომენდაციებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა;
** კრიპტო ინდუსტრიისა და VASP-ების სპეციფიკის ცოდნა — ჩაითვლება უპირატესობად;
** სკრინინგ ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (Chainalysis) — სასურველია;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენები: ქართული, ინგლისური (B2+).

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 11:00-20:00

ანაზღაურება: 2300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე info@gauscrypto.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე