Робота для біженців з України
ბარისტა / სერვისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა / სერვისის თანამშრომელი
მომწოდებელი: ფრანგული ბულანჟერეა ბრეტონი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ფრანგული ბულანჟერეა "ბრეტონი" ეძებს ბარისტას | სერვისის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას და ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტურად წარმართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ყავისა და სხვა სასმელების მომზადება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** პროფესიონალური, თავაზიანი და ყურადღებიანი მომსახურება;
** პროდუქციის რეალიზაცია და გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ვიტრინისა და პროდუქციის სწორად განთავსება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** სალარო ოპერაციების შესრულება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ოპერაციული პროცესების გამართულად წარმართვაში მონაწილეობა;
** გუნდთან ეფექტური და კოორდინირებული თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული დამოკიდებულება;
** განვითარებული კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები;
** ენერგიულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურ გარემოში მუშაობისა და სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას;
** თანამედროვე, პროფესიონალურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გუნდურ გარემოს;
** შესაძლებლობას გახდეთ ხარისხსა და მაღალი სტანდარტის მომსახურებაზე ორიენტირებული ბრენდის ნაწილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 49ბ

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მუშაობა გარემოში, სადაც ხარისხი, პროფესიონალიზმი და მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, "ბრეტონი" გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტა: salomeskhirtladze@breton.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე