|
დასახელება:
ოპერატიული კოორდინატორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატიული კოორდინატორის ასისტენტის თანამდებობაზე ბათუმში.
მოვალეობები:
** ინსპექციებისა და სერვეიერების (Surveyor) ანალიტიკური ანგარიშების შედეგების საფუძველზე სერტიფიკატების, ანგარიშებისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება და გაცემა;
** მონაცემების სისწორისა და სრულყოფილების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში სერვეიერებთან, ოპერატიულ განყოფილებასთან და ბუღალტერიასთან ურთიერთობა;
** შესრულებული სამუშაოების არქივის წარმოება, სისტემატიზაცია და კონტროლი როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით, კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** საქმიანი მიმოწერა და ურთიერთობა კომპანიის კლიენტებთან, პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან (ძირითადად ინგლისურ ენაზე);
** დოკუმენტების ორიგინალებისა და კორესპონდენციის საკურიერო მომსახურებებით გაგზავნის ორგანიზება და მიწოდების ვადების კონტროლი;
** სამსახურებრივი წერილების, შეტყობინებების, ცნობებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება;
** ოპერატიული კოორდინატორისა და განყოფილების ხელმძღვანელის მხარდაჭერა;
** ხელმძღვანელობის სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (ზეპირი და წერილობითი);
** Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) პროგრამების კარგი ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლიანობა, ფინანსურ და საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** საქმიანი ურთიერთობისა და ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება;
** ერთდროულად რამდენიმე დავალების ეფექტურად მართვისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი
პირობები:
** ხელფასი: 2000 ლარი (ანაზღაურების საბოლოო ოდენობა განისაზღვრება გასაუბრების შედეგების მიხედვით);
** სამუშაო ოფისში;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობა საერთაშორისო სერვეიერო კომპანიაში.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: irina.totladze@intertek.com
|
|
|
|