|
დასახელება:
აზერბაიჯანულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Match Up Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, იცის აზერბაიჯანული ენა, გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში - სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting"-ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი ხელზე ასაღები. ბონუსი: 2500 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა)
** შვებულება - 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში- დასვენება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა
** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი
** მომხმარებლების ბაზის გაფართოება;შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება
** გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
აუცილებელია, რომ:
** გქონდეს უმაღლესი განათლება
** გქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** იცოდე აზერბაიჯანული ენა კარგად, ქართული და რუსული ენები - საკომუნიკაციოდ.
გაგვიხარდება თუ:
** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit)
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/ircNJ
|
|
|
|