Робота для біженців з України
HR მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები:

** მოხსენებების საფუძველზე მივლინებების, შვებულებების, ბიულეტენის ბრძანებების მომზადება.
** თანამშრომელთა არსებული პრობლემების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების გამონახვა და სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
** არაფორმალური ურთიერთობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის, ღონისძიებების დაგეგმვა.
** Self.ge-ს მართვა (სამუშაო გრაფიკების აწყობა მართვა, ზეგანაკვეთურების მართვა და სხვა)
** ტაბელის წარმოება, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
** თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა

განათლება და კვალიფიკაცია:

ადამიანური რესურსების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარi;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის და განვითარების სწრაფ შესაძლებლობას.
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 1875 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე