|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
BWL Logistics
|
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
შპს "BWL Logistics"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ლოჯისტიკის მიმართულებით.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
ძირითადი ფუნქციები:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება: წლის, კვარტლისა და ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შედგენა/შესრულება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** არსებული ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ახალი პროექტების მოძიება და მათში ჩართულობა;
** კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** გაყიდვების ანალიზი, ანგარიშების მომზადება და ეფექტურობის გაუმჯობესება;
** კომპანიის სახელით ოფიციალურ შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება და დირექციისთვის ანგარიშის წარდგენა;
** მიმდინარე სატვირთო ბაზრის მიმოხილვა და აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** უცხო ენების ფლობა;
** სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემის ცოდნა;
** პრეზენტაბელურობა;
უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** დისციპლინირებულობა.
კომპანიაში დაგხვდებათ:
** კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.
თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bwl.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "BWL LOGISTICS"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "BWL LOGISTICS"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
|
|
|
|