|
დასახელება:
მიმტანი/ბარისტა
|
| მომწოდებელი:
ბონკაფე
|
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მიმტანი/ბარისტას პოზიციაზე.
"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.
პირობები:
** ანაზღაურება: 1200 + ბონუსი;
** დასვენება 6/1 (6.5 სთ სამუშაო გრაფიკი);
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
** მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".
გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კადრების ტრანსპორტირებას.
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა.
** მომხმარებლების კონსულტაცია.
** სალაროს ოპერაციების შესრულება.
** სხვადასხვა სახეობის ცივი და ცხელი სასმელების მომზადება.
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება.
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
** სტუმრების დახვედრა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება.
** მაგიდების სერვირება.
** სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com
|
|
|
|