Робота для біженців з України
კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: დელივერერსი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
კომპანია "დელივერერსი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით. "დელივერერსი" არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მომხმარებელზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლების კომფორტული სამუშაო გარემო.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 11:00-21:00
** დასვენების დღე: კვირა

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი (სასურველია ეკონომიური)
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება თითო ამანათის ჩაბარების მიხედვით: 3.5₾, 4₾, 5₾, 9₾, 15₾. აღნიშნული პირობებით საწვავის ხარჯი არ ფინანსდება. ანაზღაურება გაიცემა კვირაში ერთხელ.

სამუშაო არეალი:

ვაკანსია ცხადდება თბილისის მასშტაბით. კანდიდატი უნდა ფლობდეს თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგ ცოდნას, გამოირჩეოდეს სწრაფი და ეფექტური გადაადგილების უნარით, პასუხისმგებლიანობითა და მომხმარებელზე მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით.

დაინტერესებულთათვის

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: deliverer@deliverers.ge

ტელეფონი: +995 599 06 06 07

"დელივერერსი" ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას (ასაკობრივი, გენდერული, ეთნიკური, რასობრივი და სხვა).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.deliverers.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე