"Fibrex LLC" (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ფიბრობეტონის ჩამოსხმის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"Fibrex" არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომზადებული ბეტონის ნარევის ყალიბებში განთავსება;
** ჩამოსხმის პროცესის ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად შესრულება;
** ზედაპირის დამუშავება და პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** საწარმოო პროცესში სხვა თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@fibrex.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 568 73 73 33
|