|
დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საირმის საცხობი
|
|
გამოქვეყნდა: 15 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
ვაკანსიის აღწერილობა:
ჩვენი კომპანია ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წარმოების მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ხორცპროდუქტების საწარმოო ხაზს, უზრუნველყოფს პროცესების ეფექტურ მართვასა და პროდუქციის უმაღლესი ხარისხის სტანდარტების უწყვეტ შენარჩუნებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** საწარმოო პროცესების სრული ციკლის მართვა: პროდუქციის მიღების, ხორცპროდუქტების უშუალო გადამუშავებისა და მზა პროდუქტის გამოშვების პროცესების დეტალური დაგეგმვა, ორგანიზება და უწყვეტი ოპერაციული კონტროლი, ასევე ჩართულობა.
** ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა: საწარმოო ხაზზე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემების (HACCP-ის სტანდარტების) მკაცრი დაცვა, მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ჟურნალების წარმოების კონტროლი.
** რესურსების განსაზღვრა და მართვა: წარმოებისთვის საჭირო ოპტიმალური რესურსების ზუსტი გაანგარიშება და დროული შეკვეთა (ნედლეული, დამხმარე მასალები, სანელებლები, შესაფუთი და ეტიკეტირების მასალები).
** მრავალპროფილური წარმოების მართვა და უსაფრთხოება: ხორცპროდუქტების გადამუშავების პარალელურად, კვერცხის გარეცხვის, ხილისა და ბოსტნეულის დამუშავების საწარმოო ხაზების მართვა; ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად HACCP-ის წესების მკაცრი კონტროლი, ნაკადურობის დაცვა და სანიტარული ზონირების უზრუნველყოფა.
** გუნდის ლიდერობა და ზედამხედველობა: საწარმოს პერსონალის ყოველდღიური მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა, დავალებების სწორი დელეგირება და თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის (KPI) კონტროლი.
** ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია: საწარმოო დატვირთვიდან და გეგმებიდან გამომდინარე, სამუშაო ძალის სწორად გადანაწილება პროდუქტიულობის მაქსიმიზაციისა და შრომითი რესურსის რაციონალური გამოყენებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** პროფესიული გამოცდილება: პირადი შემადგენლობის/გუნდის მართვის მყარი გამოცდილება (სასურველია კვების მრეწველობის ან მსგავსი საწარმოო მიმართულებით).
** სურსათის უვნებლობის ცოდნა: სურსათის უვნებლობის თეორიული საფუძვლების საფუძვლიანი ცოდნა და საწარმოო გარემოში HACCP-ის პრინციპების მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
** გუნდის მართვა და ლიდერობა: პერსონალის მოტივირების, გუნდური მუშაობის ხელშეწყობისა და საერთო საწარმოო მიზნების გარშემო გუნდის გაერთიანების უნარი.
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი: კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირების, ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ეფექტური დაგეგმვა და ოპერატიულობა: საწარმოო გეგმების სწრაფად და მოქნილად შედგენის, რესურსების დროული მობილიზებისა და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უნარი.
** პიროვნული თვისებები: მაღალი ორგანიზებულობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა (რაც კრიტიკულია კვების პროდუქტების წარმოებაში ხარისხის შესანარჩუნებლად).
კომპანიის ბენეფიტები:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
** სტაბილური, გრძელვადიანი და განვითარებადი სამუშაო გარემო;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში;
** უფასო კვება;
** ქუთაისიდან უფასო ტრანსპორტირება;
** დაზღვევა.
საორგანიზაციო დეტალები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00, დასვენების 2 დღე მცოცავი
** მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: წარმოების მენეჯერი
|
|
|
|