Робота для біженців з України
ორწლიანი კურსი გზის გასაყარზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორწლიანი კურსი გზის გასაყარზე
მომწოდებელი: APNSC
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" გიწვევთ კურსზე: "გზის გასაყარზე".

შეიძლება თქვენ ახლა რთული პერიოდი გაქვთ ცხოვრებაში; შეიძლება გაწუხებთ რამე ან შფოთავთ, გაქვთ გაუგებარი შიშები; შეიძლება აღარ გაინტერესებთ, არ გაკმაყოფილებთ ის, რასაც აქამდე აკეთებდით; ღელავთ იმაზე, რომ ადამიანების უმრავლესობა ანადგურებს ერთმანეთს და დედამიწაზე მობინადრე დანარჩენ არსებებს, გამოსავალი კი ვერ გიპოვნიათ.

შეიძლება სირთულეები გაქვთ ახლობლებთან ურთიერთობებში; აღარც კი იცით, რისთვისღა უნდა იცხოვროთ; შეიძლება დაკარგეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი და მოუშუშებელი ჭრილობა გაქვთ; შეიძლება ასაკში ხართ და გაშინებთ მომავალი.

შეიძლება ახალგაზრდა ხარ და ეძებ შენს გზას ამ ცხოვრებაში, გაინტერესებს, ვინ ხარ და საიდან მოხვედი ამ ქვეყანაზე, რა არის ადამიანის დანიშნულება, ცხოვრების აზრი და მიზანი; შესაძლოა ახლახან დაამთავრე სკოლა და ჯერ ვერ გადაგიწყვეტია, საით წახვიდე, გინდა შეიძინო ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებიან გზის გაკვალვაში, სხვებთან ურთიერთობაში, უთანხმოებების მოგვარებაში...

შემოუერთდი ჩვენს კურსს, რათა პასუხი გაეცეს ისეთ ფუნდამენტურ კითხვებს, როგორიცაა: რა არის ადამიანი, რა მიმართება აქვს მას ბუნების სხვა არსებებთან (მინერალებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან), როგორ ვითარდება იგი ასაკის მატებასთან ერთად, რა არის მისი არსებობის მიზანი, რას ნიშნავს სწორი აღზრდა, რა კრიზისულ პერიოდებს გავდივართ ცხოვრების მანძილზე და როგორ გადავლახოთ ისინი, რა არის დაბადებამდე და რა ხდება გარდაცვალების შემდეგ?

კურსი ეყრდნობა რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ სულისმეცნიერებას. იგი გრძელდება 2 წლის განმავლობაში და გულისხმობს თვეში ერთხელ ინტენსიურ ხუთდღიან მუშაობას გარკვეულ თემატიკაზე 17სთ-დან 21 სთ-მდე.

ამ დროს მოცემული თემის განხილვის გარდა, გექნებათ შესაძლებლობა გახალისდეთ მხატვრული საქმიანობით და გაშალოთ თქვენი შემოქმედებითი უნარები - ხატოთ, ძერწოთ, დადგათ სპექტაკლი, ივარჯიშოთ სწორ მეტყველებაში, ისწავლოთ ნაჭრის თოჯინებისა და თექის დამზადება, ეზიაროთ ევრითმიას - ჰარმონიული მოძრაობის, ხილული მეტყველებისა და მუსიკის ხელოვნებას, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი სხეულის დაუფლებაში.

კურსი ორგანიზებულია "კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" მიერ
კურსის ბოლოს გადმოგეცემათ სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოების (დორნახი, შვეიცარია) სულისმეცნიერების სკოლის მიერ.
კურსი იწყება 2026 წლის სექტემბერში.

ჩვენი მისამართია: ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების 8
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 595343448 მარინა ბულია
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე