Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: BRØD the Bakery
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

"BRØD the Bakery"-ის გუნდში ვეძებთ ბარისტას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
თვიური ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბარის სივრცის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
** სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
** ბარის მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
** სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
** ბარის სამუშაო ზედაპირებისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა HACCP სტანდარტების შესაბამისად
** შეკვეთების შეყვანა, ბარის ინვენტარიზაცია და ხარჯთაღრიცხვის საკითხებში ჩართულობა
** სტუმრებთან ანგარიშსწორების პროცედურების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე rdevidze@wilbour.com

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე