Робота для біженців з України
საფასადე სამუშაოების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საფასადე სამუშაოების ინჟინერი
მომწოდებელი: ALUMET
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
სამშენებლო "ALUMET" აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების ინჟინრის პოზიციაზე.

შპს "ალუმეტ"-ი წარმატებით ფუნქციონირებს 2009 წლიდან და ამ დროის მანძილზე წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი პროექტი. კომპანიის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს სამშენებლო სექტორში საფასადე სისტემების მოწყობა, როგორიცაა: ალუმინის და მინის საფასადე სისტემები, ალუმინის და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადები, ალუმინის და მინის მოაჯირები.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ alumet.ge ვებგვერდზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი / შაბათი (შაბათი დღე ნახევარი განაკვეთით, საჭიროების შემთხვევაში)
ანაზღაურება: შეთანხმებით 2000-დან 5 000 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს აღწერა:

** არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი, დამუშავება.
ნახაზების დახაზვა AutoCAD-ში და სპეციალურ პროგრამებში (Orgadata, შეგასწავლით ადგილზე), ასევე AutoCAD - ში;
** სისტემების, კვანძების ტექნიკური გადაწყვეტა და დაპროექტება (კარ-ფანჯრები და საფასადე სისტემები);
** ობიექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ობიექტის სამუშაოების მოცულობების უწყისის, საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის, დასრულებული სამუშაოების უწყისის (ფორმა 2) შედგენაში მონაწილეობის მიღება.
** პროექტისთვის შესყიდული მასალების რაოდენობის შედარება პროექტისთვის საჭირო მასალების რაოდენობებთან, საწარმოო დავალებების გაცემა საწარმოში (რაც თავის მხრივ არის ჩამოწერის დოკუმენტი);
** ობიექტზე სამონტაჟო მასალების ნუსხის და რაოდენობების მომზადება.
** სამუშაო პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია უწყვეტ რეჟიმში, მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო/ტექნიკურ, ან მონათესავე სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; (აუცილებელია ექსელის ცოდნა საშუალო დონეზე მაინც)
** Autocad და Archicad პროგრამების ცოდნა (სხვა მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენები (ინგლისური, რუსული)
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად.
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

საკონტაქტო: agobronidze@alumet.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "façade engineer".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე