Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

გეგმიური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
განაკვეთი: სრული - კვირაში 40 სააათი
ანაზღაურება დარიცხული 1875 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციის გათვალისწინებით
** ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და მონიტორინგი;
** ხარისხის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და კონტროლი;
** საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** მოქმედი კანონმდებლობის, ლიცენზირების, აკრედიტაციისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დაკავებული პოზიციის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ცოდნა;
** ხარისხთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტების, თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა;
** ინციდენტების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
** ხარისხის ინდიკატორების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშგება;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** ხარისხის მიმართულებით ტრენინგებისა და ინსტრუქიების ორგანიზება;
** თანამშრომლებისთვის რეკომენდაციების მომზადება;
** ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტების, ჩანაწერებისა და ანგარიშების კონტროლი დაარქივირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული/ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პრობლემებზე დროულად რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესული სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ მშვიდ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ეტაპი: ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა კანდიდატმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Tamarifoladashvili125@gmail.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ როგორც კანდიდატი ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ მონაცემები დამუშავდება მხოლოდ დასაქმების პროცესის ფარგლებში და არ შეინახება 3 (სამ) წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იარსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების განახლება, წაშლა ან/და შეზღუდვა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე