Робота для біженців з України
საკვები დანამატების აწონვის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკვები დანამატების აწონვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი.

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

კომპანია "ექსტრამითში", ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას საკვები დანამატების აწონვის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება ტექნოლოგიური რეცეპტურების მიხედვით ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების, სანელებლებისა და საკვები დანამატების ზუსტ დოზირებასა და აწონვაზე.

ძირითადი მოვალეობები

** ტექნოლოგიური რეცეპტურების მიხედვით საკვები დანამატების, სანელებლებისა და სხვა ინგრედიენტების ზუსტი აწონვა;
** გამოყენებული ნედლეულის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სასწორებისა და საზომი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
** საკვები დანამატების სწორი შენახვის პირობების კონტროლი;
** საწარმოში მოქმედი ჰიგიენის, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ტექნოლოგთან და წარმოების სხვა თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება (არ არის სავალდებულო);
** ტექნოლოგიური ინსტრუქციების დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სასწორებთან და საზომ მოწყობილობებთან მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს.
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ერთჯერად კვებას
** fitpass-ის კლუბის წევრობა დასაქმებულზე და მის ოჯახის წევრებზე.
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით და 5 დღიანი DAYOFF-ით

ანაზღაურება: 800 ლარი
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 07:30-დან 15:30 სთ-მდე

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვწერეთ ან გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 90 45 85

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ექსტრამით"-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან იქნას შეგროვებული და დამუშავებული თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.".
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე