|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ოპუს ბათუმი
|
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
"Opus Batumi" არის პრემიუმ კლასის 120-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ რეზიდენციულ კომფორტს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი სტანდარტის მომსახურება, სადაც თითოეული სტუმარი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
"სასტუმრო ოპუს ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია (Check-in) და გაცილება (Check-out) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ჯავშნების მართვა და მონიტორინგი PMS სისტემაში;
** სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის შესახებ;
** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სტუმრების საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მათი მაქსიმალური კმაყოფილებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში (სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასტუმროს მართვის სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებში ორიენტირებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: om@opusbatumi.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ადმინისტრატორი".
|
|
|
|