Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,
"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".

კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (კომპანიის ოფისის და რამდენიმე მაღაზიის მოწესრიგება)
სამუშაო განაკვეთი: სრული, ერთი დღე დასვენება
ანაზღაურება: 1300 ლარი, ხოლო 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1600 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საოფისე სივრცის მშრალი და სველი დასუფთავება;
** ზედაპირების მტვრისგან გაწმენდა;
** იატაკის მოწესრიგება;
** სველი წერტილების საფუძვლიანი დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ნაგვის ურნების დაცლა და პარკების გამოცვლა;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და ფიზიკური დატვირთვის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@victoria98.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დამლაგებელი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე