შპს "Construction service" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი/რუსთავი
ანაზღაურება: ინდივიდუალური/შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის იურიდიული სამსახურის საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენცია;
** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო, ადმინისტრაციულ და სხვა სამართლებრივ დავებში;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და დამტკიცების პროცესის მართვა;
** მენეჯმენტისთვის სამართლებრივი კონსულტაციების და რეკომენდაციების მიწოდება;
** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან და შიდა პოლიტიკებთან;
** კორპორაციული სამართლის, შრომითი სამართლის, საგადასახადო და ადმინისტრაციული საკითხების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** სახელმწიფო უწყებებთან, სასამართლოებთან, კონტრაქტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** იურიდიული სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (მაგისტრატურა ჩაითვლება უპირატესობად);
** მინიმუმ 7 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება იურიდიულ სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, უფროსი იურისტის ან ანალოგიურ მმართველ პოზიციაზე;
** საქართველოს კანონმდებლობის ღრმა ცოდნა, მათ შორის: კორპორაციული, შრომითი, საგადასახადო, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით;
** სასამართლო და ადმინისტრაციული დავების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სავალდებულოა), მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებისა და ანალიზის უნარი.
მნიშვნელოვნად ვაფასებთ შემდეგ პიროვნულ თვისებებს:
** ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობის უნარი.
მნიშვნელოვნად ვაფასებთ შემდეგ პიროვნულ თვისებებს:
კოლეგიური, მხარდამჭერი და მიზნებზე ორიენტირებული დამოკიდებულება გუნდურ მუშაობაში
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე მუშაობაში
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური თანამშრომლობა
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: JOBS@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი" .ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის მიერ რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|