Робота для біженців з України
სტომატოლოგი/თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგი/თერაპევტი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი
გამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სტომატოლოგიური კლინიკა "DaVinci" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგი თერაპევტის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, საბურთალო, მეტრო სამედიცინოსთან ბუდაპეშტის ქუჩაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი, ლიცენზია;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი.
** ანაზღაურება % - ული : შესაძლებელია როგორც კლინიკის მასალებით მუშაობა ასევე ექიმის მასალებითაც.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება, კონსულტირება და დიაგნოსტიკა;
** თერაპიული სტომატოლოგიური მკურნალობის ჩატარება;
** კარიესის მკურნალობა, წმენდა, რესტავრაცია, ენდოდონტიური და სხვა თერაპიული პროცედურების შესრულება;
** ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შედგენა და პაციენტისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის სტანდარტებისა და ასეპტიკის წესების დაცვა;
** რადიოვიზიოგრაფიული სურათების ანალიზის უნარი ასევე 3D ტომოგრაფიის წაკითხვა;
** ელექტრონული სამედიცინო პროგრამებით მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
** ფრონტალური კბილების რესტავრაციების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამედროვე პროტოკოლების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** სტაბილურ სამუშაო პირობებს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დასვენების დღე: კვირა და ორშაბათი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: davincidentalinfo@gmail.com. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე