|
დასახელება:
დამწყები მზარეული
|
| მომწოდებელი:
ფიესტა
|
|
გამოქვეყნდა: 11 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
თბილისში მდებარე ცნობილი მექსიკური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას.
ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება. გამოცდილება 0-1 წლამდე.
ჩვენთვის მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური. გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.
სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე.
სამუშაო საათები: დღეში 7-8 საათი
ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: fiestabartbilisi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებებს!"
|
|
|
|