Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი - Reach Truck & Forklift
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი - Reach Truck & Forklift
მომწოდებელი: PineTree International
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია "ფაინ თრი ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის (Reach Truck & Forklift) ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება საწყობში ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებასა და ლოჯისტიკურ პროცესებს.

ძირითადი მოვალეობები:

** Reach Truck-ის (მაღალსართულიანი დამტვირთველის) მართვა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით
** ტვირთების განთავსება და ჩამოღება მაღალსართულიანი სტელაჟებიდან;
** Forklift-ის დამტვირთველის მართვა, ოპერირება სატვირთო ავტომანქანების და კონტეინერების დაცლა-დატვირთვისას;
** პროდუქციის/ტვირთების მიღება, საწყობის ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამის ზონებში განთავსება და შეკვეთების მომზადება (კომპლექტაცია);
** სასაწყობო ნაშთების სიზუსტის კონტროლი და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ზონაში;
** პროდუქციის მაჩვენებლების პროგრამაში ასახვა: რაოდენობრივი, ხარისხობრივი, ვადები, განლაგების ადგილი
** ყოველდღიურ რეჟიმში ექსპედიტორების მიერ პროდუქციის გატანის კონტროლი, სათანადო დოკუმენტაციის გამოწერა და პროგრამული ასახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Reach Truck & Forklift (მაღალსართულიანი დამტვირთველის და ავტო/ელექტრო დამტვირთველზე) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასაწყობო პროგრამებთან ან სკანერთან (WMS/RF ტერმინალი) მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შესაბამისი სპეც-ტექნიკის მართვის მოწმობა/სერტიფიკატი;
** საწყობის მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
** სივრცეში ორიენტაციისა და მანევრირების კარგი უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა (განსაკუთრებით ტვირთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი - სრული (9:00-18:00 სთ).
ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად;
შაბათი-კვირა: დასვენება
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: info@pt.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ "საწყობის (Reach Truck & Forklift) ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე