Робота для біженців з України
ბეჭდვის დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეჭდვის დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: სარეკლამო კომპანია კოპიპრინტი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სარეკლამო კომპანია "კოპიპრინტი" ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ კადრს ფართოფორმატიანი ბეჭდვის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** ფართოფორმატიანი ბეჭდვის აპარატების გამართვა, მასალის სწორად ჩატვირთვა და საბეჭდად მომზადება;
** დავალების შესაბამისად პროდუქციის დაბეჭდვის უზრუნველყოფა;
** ბეჭდვის პროცესის მუდმივი მონიტორინგი, ფერების სიზუსტისა და ხარისხის კონტროლი;
** დანადგარების ყოველდღიური მოვლა, საბეჭდი თავაკების გაწმენდა და ტექნიკური სისუფთავის შენარჩუნება;
** ბეჭდვის შემდგომი დამუშავება (დაჭრა, დაკვრა და ა.შ);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფართოფორმატიან დანადგარებზე 3+ წლის სამუშაო გამოცდილება
** CorelDraw-ს ბაზისურ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დათქმული ვადების დაცვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Ana.jashi@copyprint.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე