|
დასახელება:
მძღოლი-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
თერმექს ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "თერმექს.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება წინასწარ დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
** საქონლის მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალების გამართული მდგომარეობის კონტროლი;
** საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა
** მივლინებებში გამგზავრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** BC კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პირობები:
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
** დაზღვევა
** კანონმდებლობით გათვალისწინებული გახანგრძლივებული შვებულება
** ოფიციალური დასაქმება შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: georgia@thermex.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|