|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ბუფეტი 3
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
შპს "ბუფეტი 3" აცხადებს ვაკანსიას კაფე "ბუფეტი 3-ის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
ჩვენ ვითხოვთ:
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი - ანა პოლიტკოვსკაიას 3.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი
დამატებით, პრემია ბონუსი
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისის 2026 წლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vladimer.sokolovi@gmail.com.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მზარეული.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ბუფეტი 3-მა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|