Робота для біженців з України
ქაღალდის საჭრელი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქაღალდის საჭრელი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფექიჯინგი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში ქაღალდის საჭრელი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია მდებარეობს თბილისში, დიდი დიღომში, არჩილ მეფის 1.

შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" 2016 წლიდან აწარმოებს სურსათის შესაფუთ მასალებს, ქაღალდის ჭიქებს ცხელი და ცივი სასმელებისთვის, პურ-ფუნთუშეულის პაკეტებს, სხვადასხვა სახეობის ყუთებს.

კომპანია მუშაობს სურსათის უვნებლობის სასერტიფიკაციო სქემის FSSC 22000-ის ფარგლებში.

მოვალეობები: ქაღალდის საჭრელ მანქანა-დანადგართან (გილიოტინასთან) მუშაობა.

ოპერატორის ვალდებულება:

** მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
** დაიცვას სურსათის უვნებლობის სტანდარტებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
** საჭრელ დანადგარს მოუაროს (დანების შეცვლა, ლესვა). ყოველთვიურად დანადგარის პროფილაქტიკური შემოწმება-შეკეთება უზრუნველყოს;
** წარმოების უფროსისგან მიღებული სამუშაო გეგმის თანმიმდევრობით შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
** პოლიგრაფიული ტექნოლოგიების ცოდნა;
** საჭრელი დანადგარის ტექნიკური მახასიათებლებისა და მისი ექსპლუატაციისა და მოვლის წესების ცოდნა;
** საჭრელ მანქანა-დანადგართან (გილიოტინასთან) მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური აზროვნება, ერთფეროვნების ატანის უნარი;
** კორპორატიული ეთიკისა და დისციპლინის ზოგადი მოთხოვნების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** არაკონფლიქტურობა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
ხელფასი: NET 2000 ლარიდან, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე.

გასაუბრების ეტაპები:

** CV-ის გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინტერვიუ-გასაუბრება.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს.

კომპანია ჯორჯიან ფექიჯინგი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს თქვენს CV-ს ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება მხოლოდ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვისთვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: teoolortkipanidze@gmail.com

შერჩევის პროცესი გაგრძელდება 2026 წლის 8 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქაღალდის საჭრელი დანადგარის ოპერატორი.

შპს "ჯორჯიან ფექიჯინგი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე