|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ხაშურის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ფილიალი: ხაშური, ბორჯომის ქუჩა N50ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00 საათამდე, შაბათს - 09:00-დან 14:00-საათამდე
ანაზღაურება: 1400₾ (გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1200₾, II თვე- 1300₾, მესამე თვიდან -100₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად.
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციისა და სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი და მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
** მომხმარებლებისთვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის კვარტალური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** პროდუქციის შეკვეთა — საჭიროების შემთხვევაში;
** შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7LJ8zrge
|
|
|
|