Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" (კოი) აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო მანიპულაციების ზუსტი და პროფესიონალური შესრულება
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და კანონშესაბამისი წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრაქტიკოსი ექთნის დიპლომი / შესაბამისი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კლინიკის მიერ შემუშავებული წესებისა და პროტოკოლების ზედმიწევნით შესრულება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
** ანაზღაურება: შეთანხმებით

შერჩევის ეტაპები:

კანდიდატების შერჩევა მოხდება რეზიუმეების განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@ico.ge

პირობების გასაგებად დარეკეთ ნომერზე: 599 919249
მისამართი: თბილისი, 0159, ჩაჩავას ქ N1, ჰოსპიტალი დიღომი, III სართული "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე