Робота для біженців з України
მორიგე ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ექთანი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგიის დეპარტამენტში მორიგე ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტის ცნობა.
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება:
** შიდა სტანდარტების შესრულება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (Microsft Word, Excel)

სამუშაო განრიგი:

მორიგე - ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 24 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია
თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე