Робота для біженців з України
ვებგვერდის კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებგვერდის კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ემსთორი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
თანდართული ფაილი: 701078_tender__1_4199378.zip
VNG ჯგუფში შემავალი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Mstore ეძებს ვებგვერდის კონტენტ მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ვებგვერდის მართვის პროცესში, უზრუნველყოფს პროდუქციის სწორად ატვირთვას, კონტენტის რეგულარულ განახლებასა და ვებგვერდზე დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებგვერდზე პროდუქციის ატვირთვა და არსებული ინფორმაციის განახლება;
** პროდუქტის აღწერების მომზადება და დამუშავება;
** პროდუქტის ფოტოების დამუშავება და ვებგვერდისთვის შესაბამის ფორმატში მომზადება;
** ფოტოებისა და სხვა ვიზუალური მასალის ზომებში მოყვანა Photoshop-ის გამოყენებით;
** პროდუქტის კატეგორიებისა და ფილტრების მოწესრიგება;
** ატვირთული ინფორმაციის გადამოწმება და აღმოჩენილი შეცდომების გასწორება;
** ვებგვერდზე არსებული კონტენტის განახლება საჭიროების მიხედვით;
** ვებგვერდზე დაგეგმილი აქციების, სპეციალური შეთავაზებების, ბანერებისა და სხვა აქტივობების განთავსება, განახლება და კონტროლი;

მოთხოვნები:

** WordPress-ისა და WooCommerce-ის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Photoshop-ის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა, განსაკუთრებით პროდუქტის ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის;
** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** Excel-ისა და Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა.
** ვაკანსია განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს ვებგვერდის კონტენტის მართვის გამოცდილება და სურს განვითარდეს ონლაინ გაყიდვებისა და ტექნიკის პროდუქტებთან მუშაობის მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** რეალურ სამუშაო გამოცდილებას ტექნიკის მაღაზიათა ქსელში;
** ვებგვერდის მართვის პროცესში აქტიურ ჩართულობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: marketing@itechnics.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: ვებგვერდის კონტენტ მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე