|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი/HR
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
შპს "გრამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი HR -ის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სამუშაო დრო და ადგილი:
** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების მოძიება;
** CV-ების გადარჩევა და კანდიდატებთან კომუნიკაცია;
** გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება;
** თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
** შრომითი ხელშეკრულებებისა და პერსონალური საქმეების წარმოება;
** თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის კოორდინირება;
** თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
** HR დოკუმენტაციის მართვა და განახლება;
** შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე Hr@Krc.ge 5 (51)871919; 5 (55)511472
|
|
|
|