|
დასახელება:
პროფესიული და უწყვეტი განათლების მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას Front end დეველოპმენტის მასწავლებლის პოზიციაზე ბათუმში.
რაოდენობა: 1 ;
პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლები უწყვეტ პროგრესს ქმნის საქართველოს
სამ ქალაქში:
** ქუთაისი {2002 წლიდან}
** ბათუმი {2015 წლიდან}
** თბილისი {2017 წლიდან}
პროგრესს როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს "College Board-ის"ავტორიზაცია აქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს რომ გავცეთ სახელმწიფო ატესტატი და ამერიკული დიპლომი. სკოლას, ასევე, მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced". აკრედიტაციები სკოლას ანიჭებს უფლებას განახორციელოს ორმაგი, ქართულ-ამერიკული კურიკულუმი და მოსწავლეებს მიანიჭოს ოფიციალური ამერიკული უმაღლესი საშუალო სკოლის დიპლომი საქართველოში.
ვაკანსია: პროფესიული და უწყვეტი განათლების მასწავლებელი (Front end დეველოპმენტი)
პოზიციის მიზანი
Front-End Development-ის მასწავლებლის პოზიციის მიზანია მსმენელებისთვის თანამედროვე ვებდეველოპმენტის მიმართულებით ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდება, მათი პროფესიული უნარების განვითარება და რეალურ სამუშაო გარემოსთან შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება. პოზიცია უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას, სტუდენტების აკადემიურ მხარდაჭერას და მათ მომზადებას დასაქმების ან შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის Front-End Development-ის სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** Front-End Development-ის სასწავლო კურსის დაგეგმვა და ჩატარება;
** თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვა;
** სტუდენტების ცოდნის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება;
** სასწავლო მასალებისა და დავალებების მომზადება;
** სტუდენტების მხარდაჭერა ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების განხორციელების პროცესში;
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Front-End Development-ის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** HTML5, CSS3 და JavaScript-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** თანამედროვე Front-End Framework-ების (React, Vue.js ან Angular) ცოდნა;
** Responsive Design-ისა და Cross-Browser Compatibility-ის პრინციპების ცოდნა;
** Git-ისა და Version Control სისტემების გამოყენების გამოცდილება;
** სასწავლო ან მენტორული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცოდნის გადაცემისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** სასწავლო პროგრამების განვითარებაში ჩართულობის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და დატვირთვის შესაბამისად.
განაცხადის შემოტანა:
ბათუმის კანდიდატები განაცხადს აგზავნიან: Hr.batumi@schoolprogress.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Front end დეველოპმენტის მასწავლებელი".
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 3 ივლისი.
მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. არასრული ან მოთხოვნებთან შეუსაბამო განაცხადები განხილვის გარეშე რჩება. საგანმანათლებლო ქსელი "პროგრესი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|