Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი, მექანიკოსი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი, მექანიკოსი
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1) ფინანსური ანალიტიკოსი

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-დან 17:0-მდე.
ხელფასი: გამოსაცდელი ვადის (6 თვე) განმავლობაში - 2800₾ ხელზე. პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე. გამოსაცდელი ვადის შემდეგ კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსური/ეკონომიკური. სპეციალობა: ეკონომისტ-ფინანსისტი.
** წინა საქმიანობის სფერო - I ან II კლასის საწარმო. მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დიდ კომპანიაში ბიუჯეტირების ან ფინანსური ანალიზის დეპარტამენტში.
** საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) ცოდნა.
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა. რუსული და ინგლისური ენები - საშუალო დონეზე (წერა, საუბარი).
** ეკონომიკური დისციპლინების მაღალი დონეზე ცოდნა, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა. ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიში, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიში).
** მენეჯმენტური აღრიცხვის პრინციპების, ბიუჯეტირების პროცესისა და ფინანსური მოდელირების ცოდნა.
** MS Office პროგრამების (Excel - Advanced level) მაღალ დონეზე ფლობა და პროგრამა 1C-ის საშუალო დონე.
** მაღალი თვითორგანიზებულობა. დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი. პუნქტუალობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა, ოპერატიულობა, ენერგიულობა, ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი, დროის ეფექტური დაგეგმვა.
** პერსონალური პასუხისმგებლობა მომზადებული ინფორმაციის ხარისხსა და სისწორეზე.
** სისტემური და კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, გუნდში მუშაობის უნარი.
** თვითგანვითარებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ფულადი ნაკადების მოძრაობის შემოწმება და მონაცემთა აღრიცხვის სისტემაში შეყვანა.
** ანგარიშების ფორმირება და შემოწმება 1C-ში - წარმოება.
** მარაგების ანგარიშის ფორმირება მენეჯმენტური ანგარიშგებისთვის (ოპერატიული გეგმა, წინასწარი ** ფაქტი - ყოველთვიური, კვარტალური, ფაქტი).
** საქონლის ბალანსის შევსება და საქონლის მაჩვენებლები SE/SA/OP და სხვა სცენარები.
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა, მიღებული მონაცემების შედარება შიდა პროგრამებთან.
** ფაქტის მაჩვენებლების გადახრის ანალიზი ოპერატიული გეგმისა და გენერალური გეგმისგან.
** 1C-ში გადახდის რეესტრების მომზადება და შეთანხმებაზე გაგზავნა.
** ხარჯების აღრიცხვა მენეჯმენტური კლასიფიკაციის მიხედვით.
** მონაცემების შეგროვება და შემოწმება მენეჯმენტური ანგარიშგებისთვის.
** დაგეგმილი ეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების ანალიზი.
** თვიური და წლიური გეგმებისა და ბიუჯეტების მომზადებაში მონაწილეობა.
** სხვა დეპარტამენტებიდან მიღებული მონაცემების შემოწმება მენეჯმენტური აღრიცხვის პრინციპებთან შესაბამისობაზე, მათი შემდგომი გამოყენებისთვის მენეჯმენტურ ანგარიშგებაში.
** შუალედური ანგარიშებისა და ფინანსურ-ეკონომიკური სტატისტიკის მომზადება.
** ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამომთვლელი ინსტრუმენტების ავტომატიზაციაში მონაწილეობა.
** სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა.
** 1C-ში რეალიზაციების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან.
** რეალიზაციების შეყვანა პროგრამა Superfin-ში.

2) მექანიკოსი

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში)
** ხელფასი: 1900 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. კვალიფიციური მექანიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური განათლება და გამოცდილება (დადასტურებული), გათვალისწინებულია მაღალი ხელფასი. გამოსაცდელი/სწავლების ვადის განმავლობაში - 1600 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე). პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
** ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცოდნა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** ფორმის მიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა; კორპორაციული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორაციული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელმისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე