Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: Gl School
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი "Gl School" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

სამუშაოს დაწყების დრო: 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარიდან
გრაფიკი: კვირაში 2 დღე, 6-საათიანი სამუშაო გრაფიკი.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სწავლების მოტივაცია და სურვილი;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნასა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მეგობრულობა და საქმის მიმართ ერთგულება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მოტივირებულობა მუდმივად ზრუნავდე საკუთარი კვალიფიკაციისა და ცოდნის დონის ამაღლებაზე;

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს და აქვთ საგანმანათლებლო სტრუქტურაში მოსწავლეთა ჯგუფებთან გაკვეთილების ჩატარების მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ გარემოსა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე geocentreslanguageschool@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: ბათუმი ინგლისური ენის მასწავლებელი.

CV-ების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს და დავგეგმავთ მათთან გასაუბრებას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე