Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Master Tools
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"Master Tools Georgia" (Master Tools MMC) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Master Tools MMC" 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუციულ კომპანიას, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას სამრეწველო, ნავთობისა და გაზის, ასევე სამშენებლო სექტორებისთვის. კომპანია განსაკუთრებით სპეციალიზდება საღებავებისა და სამშენებლო მასალების დისტრიბუციაში. კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპული ხარისხის სტანდარტებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** აზერბაიჯანული ან თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და პროფესიული კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების მაღალი უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და გამოყენების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტებისა და გაყიდვების მიმართულებების შესწავლა
** კლიენტებთან პროფესიული მოლაპარაკებების წარმოება
** ბაზრის კვლევა და პოტენციური შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** კონკურენტების საქმიანობის ანალიზი
** გაყიდვების მაჩვენებლების შეფასება
** მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება გაყიდვების ზრდის მიზნით
** ფასების მონიტორინგი
** ბრენდის განვითარების ხელშეწყობა
** კვირეული ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის
** რეგიონებში ბაზრის კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება

ფუნქციური პასუხისმგებლობები:

** ახალი კლიენტებისა და პროექტების მოძიება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება
** საღებავებისა და სამშენებლო მასალების სფეროში არსებული კლიენტთა ბაზა ჩაითვლება უპირატესობად
** კლიენტების მოთხოვნების იდენტიფიცირება და დროული დაკმაყოფილება
** კლიენტებთან ანგარიშსწორების პროცესის მართვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად
** პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების ჩატარება
** რეგიონებში პროდუქციის სემინარებისა და პრეზენტაციების ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** BC კატეგორიის მართვის მოწმობა და მინიმუმ 5 წლიანი მართვის გამოცდილება
** ქალაქისა და რეგიონული მარშრუტების კარგი ცოდნა

სამუშაო პირობები და დამატებითი უპირატესობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე - ორშაბათი-პარასკევი: 09:00 - 18:00, შაბათი: 09:00 - 14:00
** სადილი უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ (ჩაისა და ყავის ჩათვლით)
** რეგიონებში მივლინების შემთხვევაში სასტუმროსა და კვების ხარჯებს ფარავს კომპანია
** პროფესიული განვითარების და გაყიდვების უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობები

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ცოდნის შესაბამისად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

ოფისის მისამართი:

Didi Digomi, Christopher Castelli Street No. 26, Tbilisi, Georgia

განაცხადის წარდგენის წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ინგლისურ ან ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mastertools-ge.com.

ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ "Corporate Sales Manager".

კანდიდატებს ვუსურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე