Робота для біженців з України
რუსულენოვანი კონტენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რუსულენოვანი კონტენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: HR Line
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
HR LINE ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის ეძებს რუსულენოვან კონტენტის სპეციალისტს.

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU), 2025 წლიდან შემოვიდა საქართველოში.
კომპანია აქტიური ზრდის ეტაპზეა, ამიტომ ეს პოზიცია პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას გთავაზობთ.

ლოკაცია: თბილისი, მარჯანიშვილის ქუჩა
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან, სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (ნეტ)

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური ქსელების მართვა
** ტექსტების, პოსტებისა და კონტენტის შექმნა
** ბრენდის tone of voice-ის ფორმირებაში მონაწილეობა
** ტერმინოლოგიისა და ტექსტების ხარისხის კონტროლი

აუცილებელია:

** რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა
** გამართული წერითი უნარები ორივე ენაზე
** კონტენტისა და სოციალური ქსელების მართვის გამოცდილება

სასურველია:

** Canca/figma-ს საბაზისო ცოდნა
** SEO და SMM-ის საბაზისო ცოდნა

თუ გსურს საერთაშორისო ბრენდის განვითარებაში მონაწილეობა საქართველოს ბაზარზე — გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელმისამართზე მისამართზე: info@hrline.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე